Popular Posts

Tuesday, December 14, 2010

ინვალიდობა=ჰომოსექსუალობას... და პირიქით!.....

"ბრმები რყუები და სხვა რაღაც ნაკლოვანებებით დაბადებული ადამიანები არ უნდა იყვნენ ჩვენი მომავალი ტაობის გამზრდელები"- ეს სიტყვები ზვიად ძიძიგურს ეკუთვნის... კაცს რომელმაც ჯერ სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვით რუსეთის ეკონომიკა "დაანგრია", კაცი რომელიც რუსეთს ვერ იტანდა, მერე შევარდნაძეს, მერე შევარდნაძეს და სააკაშვილს, მერე სააკაშვილს და ახლა ისევ მატუშკა რასიასთან მივიდა ამ ბედკრული, ინვალიდების ხელში ჩავარდნილი ქვეყნის გადასარჩენად...

არ ვიცი ზვიად ძიძიგურის შვილები რა სკოლაში სწავლობენ, რამდენი ბიცეფსი აქვს მათი გეოგრაფიის მასწავლებელს და რამდენ საათს ატარებს მათი მათემატიკის მასწავლებელი ფიტნეს კლუბში. 10 მცდელობიდან რამდენ 9-ს არტყამს მათი რუსული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი ტირში... მოკლედ არ ვიცი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა! არადა კი ჭირდებათ თუ ყველა მოსწავლის მშობელი ისეთივე ავადმყოფია როგორც ეს ჩოხოსანი თუ ქარჩოხისტი ძიძიგურია!

ზვიად ძიძიგურს მიაჩნია რომ საყურიანი კაცი "პიდარასტია"... ზვიად ბატონო, დავით აღმაშენებლის ფრესკა დარწმუნებული ვარ გინახავთ... "პიდარასტი" იყო ვითომ? "პიდარასტია" ჩემი მეგობარი სანდრო, რომელიც ხულიო იგლასიეს და ჯიმი მორისონს თუ არა, კაკ მინიმუმ ბევრ "ყვერებიან" ჯიგარ ქართველს ჯობია "ნაშების" (სხვა ტერმინი მეეჭვება გაიგოთ) შებმაში? არადა საყურე უკეთია ამ დალოცვილს...

ზვიად ბატონო, რა ვქნათ ახლა ჩვენ, დაბნეულმა ადამიაებმა? დაგიჯეროთ თქვენ და ვდევნოთ ბრმები, ყრუები და უნარშეზღუდულები (არადა არ მიყვარს ეს სიტყვა), აღარ მოვუსმინოთ ფარუხ ბულსარას (იგივე ფრედი მერკური), აღარ წავიკითხოთ ოსკარ ვაილდი, აღარც ბაირონი? ჭაბუკიანმა მეტად გაიტანა ამ ქვეყნის სახელი თუ რკინიგზის ლიადაგიდან პირდაპირ პარლამენტში შემთხვევით მოხვედრილმა ნაპრეფექტარმა?

რა შეძინეთ თქვენ და თქვენნაირებმა ასეთი ამ სამყაროს რომ არა-თქვენნაირების არსებობას აუცილებლად აღარ თვლით?

აი თქვენ ის ამაყი ქართველი ხართ, კაცმა კაცს თუ ხელი მოუარტყა დუნდულზე (მისი სურვილის საწინააღდეგოდ) წიხლ ქვეშ გაიფენთ, სამაგიეროდ აღტაცებული დარჩებით რესტარანში თქვენი თანაპარტიელი (მაგალითად მისტერ კუკავა) თუ თავის პატარა თითუკებს მოუსვამს ოფიციანტ გოგონას! მოუწონებთ ამას და თან ამაყად დააყოლებთ "აუ რა საჯიჯგნია ეს დალოცვილი".... აი ეგ დონე ხართ... არც მეტი არც ნაკლები...


ადრეც მოგწერეთ და ახლაც მოგწერთ, თქვენს ადგილზე ზვიად, ავდგებოდი და იმ ჩოხას საერთოდ გავიხდიდი, თქვენ და თქვენნაირებია ამ ნაკლებად ნაკითხ და ინფორმირებულ თაობას მართლა რომ აზიზღებთ ჩოხასაც და ქართველურ იდენტობას მაქსიმალური დამახინჯებით აწვდით!...

ის მეორე ავადმყოფი (სხვა სიტყვა არ მახსენდება) პარლამენტარი რომ იჯდა სტუდიაში, ლორთქიფანიძე, იბრალებს იურისტი ვარო, ადამიანის უფლებები, შესაბამის კომიტეტის წევრიო, ომბუდსმენობა მინდოდაო... არადა ნამდვილად ავადმყოფია! მეტიც, იზოლაციას საჭიროებს საზოგადოებისგან....

დიახ დიახ! ბატონო ზვიად, თქვენი ჩოხაში გაზრდილი შვილი რომ გამოვიდეს "პიდარასტი" მაშინ? ალბათ მის ბიცეფს-ტრიცეფსიან მასწავლებელს მოკითხავთ არა?

მახინჯ აზროვნებას ყოველთვის ძალადობამდე მივყავართ! ძალადობა შობს ძალადობას... თქვენ და თქვენნაირებმა ერთხელ უკვე მოუწყვეთ ამ ქვეყანას ძალადობის დიდი ტალღა შავლეგოს სახელით!...

და ბოლოს, როდის იყავით ზვიად გულწრფელი? როცა რუსეთის მარწუხებისგან დაღწეული თავისუფალი საზოგადოების შექმნაზე საუბრობდით თუ ახლა? ახლა კიდე რაც ხართ მაგი უკვე დავწერე ზემოთ!...

Sunday, December 12, 2010

რუსეთის ნამდვილი სახე TOP GEAR-ის მიხედვით

"აგვისტოს ომმა ცივილიზებულ მსოფლიოს რუსეთის ნამდვილი სახე აჩვენა" რამდენჯერ გაგვიგია ეს ტექსტი ქართველი და არა ქართველი პოლიტიკოსების ინტერვიუებიდან?

რამდენჯერ ჩაგვღიმებია ამ უსუსურ გამოთქმაზე?

მე ბევრჯერ, თქვენი არ ვიცი....

რა თქმა უნდა აგვისტოს მოვლენები (აღარაფერს ვამბობ მანამდე პროცესებზე) იყო დიდი ბოროტება კაცობრიობის და კაცობრიობა რომ დავიკიდოთ ქართული სახელმწიფოს წინაშე, ჩადენილი რუსეთის მხრიდან!

რა თქმა უნდა უამრავი არგუმენტი არსებობს ამ მოკლე ომიდან საქართველოს და მისი ინტერესების სასარგებლოდ გამოსატანი!...

მაგრამ ცოტა ხნით პოლიტიკოსები და მათი სიბრძნეები დავივიწყოთ, მოდით მარტივად ვნახოთ რა არის რუსეთი, მისი ინტერესები, ამ ინტერესის განხორციელების გზები და ყოფით დონეზე განვიხილოთ მათი დღევანდელი სიტუაცია!...

ალბათ ყველას სმენია TOP GEAR-ის შესახებ, ეს არის BBC-ის პროექტი ავტომოყვარულთათვის, სადაც 3 უცნაური ბრიტანელი გამოდის და გვიხსნიან ჩვენ გასაგებ ენაზე რა მანქანა ვარგა და რა არა...

ერთი გადაცემა მიეძღვნა რუსულ ავტოწარმოებას...

აი ბატონო, კითხვა რომელიც ჯერემი კლარკსონმა დასვა: უწარმოებიათ თუ არა კომუნისტებს (ამ შემთხვევაში საბჭოთა (რუსულ) ავტოწარმოებაზეა საუბარი) ოდესმე კარგი მანქანა...

ქართველებისთვის? რა თქმა უნდა, მარტო ისეთი სისქის "ჟეშტი" ქონდა რომ ვერაფერი ერეოდა, აქ უკვე რთულია ისაუბრო აეროდინამიკაზე, ამორტიზაციის და მუხრუჭების სისტემაზე...

პრობლემა მისტერ კლარკსონმა და მისტერ მეიმ (ჯეიმს მეი) მარტივად გადაწყვიტეს:

რბოლა..... ოღონდ საინტერესო... შეეჯიბრა ბრიტანული ბრიტანული moris marin და lada (ქართულად ნოლსემი)



შედეგებს იმედია იხილავთ აქ: http://www.youtube.com/watch?v=p2TbnJzE_sM&feature=related

პ.ს. კიდევ კარგი ვოლგა ვოლგა მაწ რადნაია არ ჰქონდა წაკითხული მისტერ კლარკსონს თორე კიდევ რით დასცინებდა ჩვენი პროლეტარიატი წინაპრების ნაამაგრს არავინ უწყის...

მისასალმებელი სიტყვა!

ხოდა რახან პირველად იყო სიტყვა, დავიწყებ მეც სიტყვით...

სალამი და ქალამი ყველას ვინც აქ შემოიხედავს, წაიკითხავს, მოიწონებს, დაიწუნებს, შემიკურთხებს თუ შეიკურთხებს...

ადრე მქონდა ბლოგი, პრინციპში არც არაფერი დამიწერია, სულ მეზარებოდა, Facebook-ში ვიყავი მიკედლებული...

თუმცა სხვების ბლოგებს მუდმივად ვადენებდი თვალყურს... ბანალური მიზეზის გამო, მაინტერესებდა მათი ხედვა...

ხოდა აგერ ვარ მეც ბატონო! რაცხას დავწერ, რაცხას არ დავწერ...

მოკლედ მისურვეთ წარმატება და თუ რამე დამჭირდება საკუთარ თავთან ერთად თქვენი იმედიც მექნება...